ქარაგმიანნი ლექსნი ამას ასოსა ზედა: რ* - რამეთუ, რა* - რათა, რლ* - რომელ, რლიცა* - რომელიცა და სხ.
რ მდაბიურად იხმარების ზოგჯერმე ნაცულად ს და შ. მაგალითად: სთუა - რთუა, ნასთი - ნართი, შტო - რტო, სძალი - რძალი, სძე - რძე, სჯული ან შჯული - რჯული. და ზოგჯერ დაემატების თავად ლექსთა, ანუ დაიდების სხუათა ასოთა წილ. ვითარ: კუ - რკუ, ხმალი - რხმალი, ხრმალი, ოდეს - როდეს, მიქმა - მირქმა, თქმა - რქმა, რკო - კრკო, რგუალი - მრგუალი, რწყილი - კრწყილი, კუ - რწკუ, დრკუ. დრკუდ მავალი, ე.ი. გულარძნილი; კუმკუმა - კურკუმა, ბუჟი - ბრუჟი, ბჭე - ბრჭე, ბჭუალი - ბრჭუალი, რცხილა - ქრცხილა, ღრმა - რღმა. ხოლო ზოგჯერმე იხმარების ნაცულად ლ. ვითარ: ლბილი - რბილი და სხ. ნახე ლ. კუალად რ შთაემატების მდაბიურად ორთა შორის ხმოვანთა ასოთა. მაგალითად: ხბორები, მეხბორე ნაცულად ხბოები, მეხბოვე, ანუ ლაშარისა, ხვარისანი ნაცულად ლაშაისა, ხვაიშანი. დიდი, მრავლ. დიდრონი და სხ.
გარნა სხუათა ლექსთა შინა რ სრულიად დაიტევების. მაგალითად: გრძელი - გძელი, ზრდა - ზდა, ვერცხლი - ვეცხლი, ფერხი - ფეხი, ფრთხილი - ფთხილი. ეგრეთვე ზედდადებულთა შინა ზმნათასა, ვითარ გარდასლვა - გადასლვა, წარსლვა - წასლვა და სხ. (იხილე შესავალსა შინა ამის წიგნისასა). რ ასო ეს ზოგჯერმე დაიტევების. მაგალითად: ბრძანება - ბძანება, ბრჭე - ბჭე, ბრდოვილი - ბდოვილი, ბრჭვალი - ბჭვალი და სხ..

Грузинский толковый словарь с русскими комментариями. 2013.

Игры ⚽ Поможем написать курсовую

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»